წრეების მუშაობის დათვალიერება

15 ივნისს გიმნაზიის სააქტო დარბაზი სავსე იყო პედაგოგებით, მშობლებით და მოსწავლეებით. სასწავლებელში არსებულმა წრეებმა მთელი წლის მანძილზე მუშაობის შედეგი წარუდგინეს მაყურებელს.ქართული ხალხური ცეკვების წრის წევრებმა (პედაგოგი თ.დვალიშვილი) სხვადასხვა ნომრებთან ერთად ახლადდადგმული "აფხაზურით" გაახალისეს დამსწრე საზოგადოება.

გუნდმა (პედაგოგი ლ.მერაბიშვილი) ქართულ და უცხოურ ენებზე შეასრულა საგალობლები და ხალხური სიმღერები. ხალხური საკრავების წრის წევრებმა (პედაგოგი თ.წულუკიძე) რამდენიმე საინტერესო ნომერი შემოგვთავაზეს. მოეწყო ხატვისა და ხეზე კვეთის წრის წევრების ნამუშევართა გამოფენა. გიმნაზიის დირექტორმა შეაჯამა განვლილი სასწავლო წლის შედეგები და წარმატებები უსურვა პედაგოგებსა და მოსწავლეებს. 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

ძიება