20 ივლისს ჩატარდა სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდა გიმნაზიის რექტორი, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია. კლასებისა და კათედრების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს გაწეული მუშაობის ანგარიში. განვლილი სასწავლო წლის შედეგები შეაჯამა და შეაფასა გიმნაზიის დირექტორმა მამა ბორისმა.