10 ოქტომბერს მრავალვნებული ანტონ II-ის სახელობის კლასში (კლასის ხელმძღვანელი ელენე თვაური) ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „მივესალმებით ანბანს“ (მასწავლებელი ნონა გამსახურდაშვილი). გაკვეთილი დაგეგმილი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. პირველკლასელები სიხარულით შეეგებნენ ქართული ანბანის ასო-ბგერების მიბრძანებას.