გიმნაზიაში უკვე ტრადიციად ქცეული მოგზაურობა-მოლოცვა წარჩინებული მოსწავლეების მონაწილეობით, ამჯერად, ხევსურეთში დაიგეგმა.

სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა კურთხევითა და გიმნაზიის დირექტორის მამა ბორისის  ხელმძღვანელობით, 2011-2012 სასწავლო წლის VII-X კლასების წარჩინებული 19 მოსწავლე 24 სექტემბერს გორიდან პირიქითა ხევსურეთისკენ გაემგზავრა. სამდღიანი მოგზაურობისას მოსწავლეებმა მოინახულეს და დაათვალიერეს შატილი, ანატორას სამარხები, მუცოს ციხე-სოფელი, სოფელი  არდოტი, მოილოცეს შატილის ღვთისმშობლის შობისა და არდოტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარები.

გიმნაზიელები ესტუმრნენ შატილის სკოლა-ინტერნატს და საჩუქრები გადასცეს  მოსწავლეებს. მოგზაურობის მესამე დღეს პირაქეთა ხევსურეთში სოფელი როშკა, აბუდელაურის პლატო და მისი მშვენება - აბუდელაურის ტბები მოინახულეს. 26 სექტემბერს მოსწავლეები გორში დაბრუნდნენ. 

1 2 3 4 5 6 7 8

ძიება