5 დეკემბერს გიმნაზიის წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მე-3 კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაია კახიაშვილი) ჩატარდა ინტეგრირებული-საექსკურსიო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი თამარ ჭუმბურიძე) და ბუნებისმცოდნეობაში (მასწავლებელი ცირა ზაბილონი).
საგაკვეთილო გარემოდ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი და მისი შემოგარენი შეირჩა. მუზეუმის ეზოში მესამეკლასელებმა მოძებნეს და დაათვალიერეს მცენარეთა და ცხოველთა ნიადაგთან დაკავშირებული საარსებო გარემო, მუზეუმში დაათვალიერეს ქართლში გამოყენებული მიწის დასამუშავებელი იარაღი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი; მიიღეს ინფორმაცია მშობლიური მხარის წარსულზე. გიმნაზიაში დაბრუნებულმა მესამეკლასელებმა ქართულის გაკვეთილზე ისაუბრეს მუზეუმის საგამოფენო ექსპოზიციის შესახებ და დაწერეს თხზულება თემაზე „ჩემი შთაბეჭდილებები“.