ღია გაკვეთილები მათემატიკაში

მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის მანანა სირბილაძის წინადადებით, კათედრის წევრები გეგმავენ და ატარებენ ღია გაკვეთილებს. მათემატიკის მასწავლებლები ესწრებიან ერთმანეთის  ჩატარებულ გაკვეთილებს, უზიარებენ გამოცდილებას და ისმენენ კოლეგათა მოსაზრებებს. გაკვეთილებს კოლეგებთან ერთად ესწრება და  მონაწილეობს გაანალიზებაში გიმნაზიის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძე.

  • 19 ნოემბერი - წმ. ნიკოლოზის სახელობის VI კლასი, მასწავლებელი რუსუდან მღებრიშვილი, გაკვეთილის თემა „საკოორდინატო  ბადე“;
  • 29 ნოემბერი - წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის I კლასი, მასწავლებელი მაია ბუხრაძე, გაკვეთილის თემა „რიცხვი 10-ის გაცნობა“;
  • 6 დეკემბერი ღირსი იოანე ათონელის სახელობის I კლასი, მასწავლებელი მანანა სირბილაძე, გაკვეთილის თემა „ორნიშნა რიცხვები 40-დან 60-მდე“.

1 2 3 4

ძიება