პატრიარქის აღსაყდრების დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია

სრულიად საქარელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების დღეს მიეძღვნა 25 დეკემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია. მოსწავლეთა საკონფერენციო თემები მიეძღვნა პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის ქადაგებებში ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის არსის განსაზღვრას.

მოხსენებებით წარდგნენ: წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-7კლასის მოსწავლეები მიხეილ ტლაშაძე და გვანცა ნაფიშვილი (მასწავლებელი მაია მელიქიშვილი), წმ. ბარბარეს სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეები: ბაქარ თურაზაშვილი, თინათინ ინაური და მარიამ მინდიაშვილი (მასწავლებელი მაია მელიქიშვილი), წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ კაპანაძე (მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი), უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეები: ელენე კაპანაძე, ირაკლი კიკაძე, გვანცა ლოლუა, ლევან ტატიშვილი (მასწავლებელი ზვიად ხუბულური), წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეები: გრიგოლ გრიშაშვილი (მასწავლებელი ია ბჟალავა), თინათინ ღვინიაშვილი, თემურ ხაჩიური (მასწავლებელი დიაკონი გიორგი კარელიძე). კონფერენციის 4 მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“ ფარგლებში მოწყობილ კონფერენციაში 2013 წლის იანვარში.

ძიება