27 დეკემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილის თემა ბიოლოგიაში (მასწავლებელი თეა ნინოკაშვილი) იყო ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება. ემბრიოგენეზი. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი ვიდეო და ფოტო მასალის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპებს, ემბრიონის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებას, ჩანასახის ორგანოთა სისტემებს, მათ აგებულებას და ფუნქციებს, იმსჯელეს ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების შესახებ
. პასუხი გასცეს კითხვას: საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ჯგუფური აქტივობების ფარგლებში განიხილეს ჩანასახის ხელოვნურად შეწყვეტის გზები რელიგიის, სამედიცინო, ისტორიულ ჭრილში და შეაფასეს იგი; განსაზღვრეს ჩანასახის სტატუსი, იმსჯელეს ადამიანის ემბრიონის განვითარებაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებზე და არგუმენტირებულად დაასაბუთეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა. გაკვეთილს დაესწრნენ გიმნაზიის მოძღვარი მამა ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები. მოძღვარმა ადამინის სიცოცხლეს სულიერი კუთხით შეახედა მოსწავლეები.