მათემატიკური ვიქტორინა

11.06.13 წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის და წმ. მოწამეთა პეტრე და პავლეს სახელობის მეექვსე კლასებში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის შეჯამება.

მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფურად. ვიქტორინაზე დასმული კითხვები შეეხებოდა მოქმედებებს ათწილადებზე და წილადებზე, გეომეტრიული სივრცული ფიგურების ელემენტებს, გამოთვლებს ფიგურის ფართობზე, მოცულობასა და საშუალო არითმეტიკულზე. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს. შეფასება წარმოდგენილი იყო სვეტოვანი დიაგრამის სახით.

 

DSCN3415 DSCN3417 DSCN3424 DSCN3426

ძიება