გიმნაზიამ გამოფენას უმასპინძლა

მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა, მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე,

კონკურსებში, მოსწონთ მისი შემოქმედება და ერთხმად აღიარებენ მის ჭეშმარიტ, შემოქმედებით ნიჭს.

16 ივნისს გიმნაზიას დიდი პატივი ხვდა წილად და აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრის დავით ბაძაღუას ნახატების გამოფენა გაიხსნა. შეკრებილი საზოგადოება დალოცა და სიტყვით მიმართა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა). სიტყვით გამოვიდნენ გორის გამგებელი ბატონი პ. კობერიძე, მოადგილეები: ზ.  გუდაძე და გ. აფციაური, აფხაზეთის დელეგაციის წევრები.   სტუმრებს აფხაზური ცეკვით მიესალმა ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,შუშპარი“, შესრულდა ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. გიმნაზიის მოსწავლეებს ბატონი დავითი ესაუბრა, მეუფე ანდრიამ კი საზაფხულო დავალება მისცა მათ: დაწერონ საკუთარი შთაბეჭდილებები და წარმოიდგინონ აფხაზეთი სურათების მიხედვით.

 

DSCN3815 DSCN3823 DSCN3855 DSCN3864 DSCN3866 DSCN3874 DSCN3876 DSCN3880

ძიება