2013-14 სასწავლო წელს გიმნაზიაში სხვა კლასებთან ერთად სწავლა დაიწყო სამმა პირველმა კლასმა. ისინი ჩვეულებისამებრ წმინდანების სახელს ატარებენ. წმ.დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის კლასს ხელმძღვანელობს ანა
შატაკიშვილი, ღირსი გიორგი ათონელის სახელობის კლასს-ია ჯალალი, წმ.მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის კლასს-ცისია ვანიშვილი. სულ გიმნაზიაში 400 - ზე მეტმა ბავშმა განაახლა სწავლა. მოსწავლეებს შეხვდა, კიდევ ერთხელ დალოცა და გასულ სასწავლო წელს მიღწეული წარმატებებისათვის სიგელები გადასცა გიმნაზიის დირექტორმა მამა ბორისმა.