ინტეგრირებული გაკვეთილი მე-6 კლასში

3 ოქტომბერს, წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-6 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: ქართულიენა და ლიტერატურა, ჩვენი საქართველო. გაკვეთილის თემა იყო ,,ივერიის მონასტერი“ (ი. გოგებაშვილის მიხედვით).

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას საზღვარგარეთ არსებულ კიდევ ერთ ქართულ სიძველეზე - ათონის ივერთა მონასტერზე. მასწავლებელმა მანანა კაკაურიძემ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ წმინდა მამებზე: ათანასე დიდზე, იოანე და ექვთიმე ათონელებზე, გიორგი მთაწმინდელსა და თორნიკე ერისთავზე. მასწავლებელმა ლელა ყეინაშვილმა რუკისა და პროექტორის გამოყენებით მეექვსეკლასელებს წარუდგინა ისტორიული მოვლენების განვითარების ადგილები.

ინტეგრირებულმა გაკვეთილის მრავალფეროვანმა აქტივობებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

 

1 2 3 4 5 6 7 8

ძიება