შექსპირის შემოქმედება

18 ნოემბერს,  ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე „უილიამ შექსპირი“ (მასწავლებელი ეკა წულაძე).

გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის გააზრება ახალი სიტყვებისა და დამატებითი მასალის გამოყენებით. მოსწავლეებმა  როლებში  წაიკითხეს ნაწყვეტი უილიამ შექსპირის ნაწარმოებიდან „რომეო და ჯულიეტა“. მერვე კლასელებმა იმუშავეს ტექსტის თარგმნაზე და ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადების შედგენაზე. შემდეგ უპასუხეს  მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა შეაფასა აქტიური მოსწავლეები.

 

DSCN6838 DSCN6841

ძიება