26 ნოემბერს, ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის VI კლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში. გაკვეთჳლის თემა იყო „შემოდგომა ჩემს ქალაქში“. გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოაწყეს საკუთარი თემების პრეზენტაცია რუსულ ენაზე.
საპრეზენტაციო მასალა კი ორიგინალურად გააფორმეს საშემოდგომო თემატიკის შესაბამისად - შემოდგომო პეიზაჟით, ფოთლებით...
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი რუსი პოეტების პუშკინის, ფეტის, ტიუტჩევის არასაპროგრამო ლექსები შემოდგომაზე. მოსწავლეებმა იოლად გაართვეს თავი რთულ დავალებას. გაკვეთილი ლამაზი, ხალისიანი და საშემოდგომო გამოვიდა.