25 ნოემბერს ღირსი იოანე ათონელის სახელობის მესამე კლასს კუ ,,ლინარია“ ეწვია და კონკურსი გამართა. კერძის დამზადებასა და გაფორმებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: სალომე დადიანიძე, მარიამ მაჭარაშვილი, ანა დოთიაშვილი, ლიკა
გოგიჩაიშვილი. გოგონებმა საფირმო კერძი ,,მანსალი“ დაამზადეს. შეწვეს ქათმის ფილე, მოამზადეს გარნირი და ლამაზად გააფორმებული მიართვეს სტუმრებს. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ ქ. თინათინ გვერდწითელმა, მშობლებმა, თანაკლასელმა ვაჟებმა და თვით კონკურსანტებმა დააგემოვნეს კერძი და გამოავლინეს გამარჯვებული კულინარი - მარიამ მაჭარაშვილი. მან ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
2.12.13 კუ ,,ლინარიას” კლასის ბიჭებმა უმასპინძლეს. იოანე ოქროპირიძემ, საბა ორჯონიკიძემ, ლუკა ხორგუაშვილმა და გიორგი ბერძნიშვილმა გემრიელი ,,საიოლუგი“ თევზისგან მოამზადეს, ლამაზად გააფორმეს და ჟიურის წარუდგინეს. გამარჯვება და ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება გიორგი ბერძნიშვილმა და ლუკა ხორგუაშვილმა მოიპოვეს.