ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია  

 

ყოველწლიურ საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

 

ფესტივალის ჩატარების თარიღი:  2014 წლის 9-10 იანვარი,

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია - ქ. გორი, სამეფო ქ. # 5

ფესტივალის მიზანი:   ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთა რწმენის

გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით,

ნამუშევრების გამოფენითა და თვითშემოქმედების წარმოდგენით.

 

ფესტივალის მონაწილენი:

  1. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა,
  2. ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა,
  3. თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
  4. მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი,
  5. ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
  6. ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
  7. ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
  8. ყვარლის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია,
  9. მესტიის წმ ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია
  10. ცაგერის წმ. ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზია,
  11. ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა,
  12. სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი,
  13. კასპის #3 საჯარო სკოლა (სამთავისისა და კასპის ეპარქია),
  14. გორის #10 საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
  15. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;

 

ფესტივალის I დღე - 10:30 - ფესტივალის გახსნა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი

- 11:00 - მოსწავლეთა კონფერენცია (სააქტო დარბაზი)

- 11:00 - ხატვის კონკურსი (საგამოფენო დარბაზი)

- 14:00 - სადილი

- 15:00 - თვითშემოქმედებითი გამოსვლები

- 18:00 - გორის ტაძრების მოლოცვა

ფესტივალის II დღე       - 11:00 - საკონფერენციო და თვითშემოქმედებითი გამოსვლები

- 14:00 - განახლებული ციხისუბნის დათვალიერება, ხარების ტაძრის მოლოცვა

- 15:00 - სადილი

- 18:00 - ფესტივალის დახურვის საღამო

 

კონფერენციის თემებია: ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა,

ექვთიმე თაყაიშვილი  ემიგრაციაში,

ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი,

ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა;

კონფერენციაში მონაწილეობს სკოლიდან ერთი მოსწავლე; გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წთ.

გთხოვთ, წარმოადგინოთ საკონფერენციო მოხსენებები ელექტრონული სახით.

  • ხატვის კონკურსი - მონაწილეებს ევალებათ A3 ფორმატის ფურცელზე დახატონ შერჩეული ეპიზოდი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებიდან ან ნივთი გადარჩენილი განძიდან. კონკურსში მონაწილეობს სკოლის ერთი მოსწავლე.
  • თვითშემოქმედებითი გამოსვლები - თემა: ქრისტეშობის დღესასწაული.

მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 15 მოსწავლისა,  გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 20 წთ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი 0370270432,

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ-გვერდი: gmgimnazia.ge

 

ძიება