25 ივნისს გიმნაზიაში შედგა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სხდომას ესწრებოდნენ გიმნაზიის რექტორ-მოძღვარი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გიმნაზიის პედაგოგები. სხდომაზე ანგარიშით 2013-2014 სასწავლო წლის შესახებ წარდგა გიმნაზიის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძე. საგნობრივი კათდრების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა არსებული ხარვეზები და იმსჯელა მათი დაძლევის გზებზე. განვლილი სასწავლო წლის მუშაობა დადებითად შეფასდა.