2015 წლის გაზაფხულზე ქალაქ გორის მოსწავლე-ახალგაზრდობას ქ. გორის მერიის ხელშეწყობით საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს სატელევიზიო გადაცემა ,,ეტალონში". ფინალური ტურის მონაწილე კანდიდატის შერჩევის მიზნით გიმნაზიაში გაიმართა შესარჩევი ტური, რომელშიც მონაწილეობდა გიმნაზიის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 21 მოსწავლე. 29 და 30 იანვარის ორდღიანი თამაშის შედეგების მიხედვით შესარჩევი ტურის მეორე ეტაპში მონაწილეობას წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე მეგი ბასილაშვილი მიიღებს.
წარმატებას ვუსურვებთ მეგის!