8 ივნისს პროექტ „ჰარმონიის“ წარმომადგენელმა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას საჩუქრად პორტატული კოპმპიუტერი გადასცა. გიმნაზიამ კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვა მას შემდეგ რაც ჩაერთო პროექტში „მომავლის თაობა“. გიმნაზიელები, მასწავლებელ თამილა კოშორიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობებში, მონაწილეობენ ტრენინგებსა და კონფერენციებში. მათი ინიციატივით გიმნაზიაში შემუშავდა პროექტი გიმნაზიის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის აღჭურვილობის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად. გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და განათლება და მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობა მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საწინდარია.