12 ივნისს შემაჯამებელი გაკვეთილი, ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-4 კლასში სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, გორის ციხეზე ჩატარდა (მასწავლებელი თინათინ გვერდწითელი). გზა გიმნაზიიდან გორის ციხემდე მოსწავლეებმა ქვეითად გაიარეს, გაიხსენეს ის საგზაო ნიშნები, რომლებიც გაკვეთილებზე ისწავლეს და მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით იმოძრავეს მარშრუტზე. მეოთხეკლასელებმა განსაზღვრეს ჰორიზონტის მხარეები, გორის ციხიდან გადახედეს გორს, და მოძებნეს ქალაქის ძირითადი ორიენტირები, თავისი საცხოვრებელი სახლები და გიმნაზიის შენობა. გაკვეთილის შემდეგ დრო გართობისთვისაც დარჩა.