გიმნაზიის სპორტის მასწავლებლის წარმატება

 

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში „ლისის ტბა“. 20-21 აგვისტოს 100-მდე მონაწილე ჩაერთო შეჯიბრში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. გიმნაზიის სპორტის მასწავლებელმა მარინე კახიაშვილმა ბიატლში (სირბილი და ცურვა) იასპარეზა და თავის ასაკობრივ ჯგუფში  პირველობა დაიმსახურა. ამ შეჯიბრს მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო  მნიშვნელობა ჰქონდა, ამდენად მარინე კახიაშვილმა სექტემბერში, ქ. ბათუმში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ვულოცავთ მარინეს და ვუსურვებთ წარმატებას!

 

11889601_1155581857803608_4604135669045835872_n 11038647_1155581904470270_6894362666561001305_n 11896096_1155581954470265_3166527965977105906_n

ძიება