12 ნოემბერს წმ. ნინოს სახელობის პირველ კლასში და 13 ნოემბერს წმ. იოანე ღვთისმეტყველისა და წმ. მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის 1-ელ კლასებში ჩატარდა ბუნებისმეტყველებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილები თემაზე „შემოდგომა“ (მასწავლებლები ნონა ხიდაშელი და მარიამ სანადირაძე). გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ჩამოთვალეს თვეები, კითხვა-პასუხის მეშვეობით დაახასიათეს შემოდგომის თავისებურებანი, ისაუბრეს ბუნებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, გაკვეთილზე გამოყენებული შემოდგომის ტყის ვიდეო-კოლაჟის მეშვეობით გაიხსენეს შემოდგომის ფერები. პირველკლასელებმა პლასტილინისგან შემოდგომის ხილი გამოძერწეს და გაკვეთილის დასასრულს ნამუშევრები თანაკლასელებს წარუდგინეს.