8 თებერვალს, 2015-2016 სასწავლო წლის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს მე-3 სხდომა გაიმართა. გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა), აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ ბორისისა (ნიჩიპეროვიჩი) და პედაგოგიური საზოგადოება წინაშე გიმნაზიის ადმინისტრაციის წევრები წარდგნენ: სასწავლო-აღმზრდელობით დარგში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მანანა კაკაურიძემ I სემესტრის ანგარიში გააცნო და II სემესტრის გეგმებზე ისაუბრა, დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში თინათინ გვერდწითელი გიმნაზიის კლასგარეშე საქმიანობა მიმოიხილა, ხოლო ბუღალტერმა ნანა ჯოხაძემ 2016 წლიდან მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განმარტა ხელფასის დაანგარიშების პრინციპი.