2 მარტს, ღირსი გიორგი ათონელ;ის სახელობის მე-3 კლასი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ მედეია აწკარუნაშვილის ინიციატივით ს.მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია (კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი). მუზეუმის მიერ შემოთავაზებული პროექტის, „ჯადოსნური დღე მუზეუმში“, ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი შიდა ქართლში არმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები, ქართლის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები, ქართული ტრადიციული საკრავები და სამოსის ნიმუშები; ნახეს ანიმაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“, სადაც ამოიცნეს მუზეუმში დაცული ექსპონატები. პროგრამის დასასრულს მესამეკლასელებმა დახატეს და გამოძერწეს საგამოფენო დარბაზებში ნანახი და ფილმში გამოყენებული ეთნოგრაფიული ნივთები. პროექტში მონაწილეობით მოსწავლეებმა გაიცნეს საკუთარი მხარის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, ტრადიციები, გაიზარდა მათი ინტერესი არქეოლოგიის მიმართ და ამაღლდა მოტივაცია საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების შესასწავლად. გამომშვილობებისას მე-3 კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები, დასტურად მუზეუმთან თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის.