17 მარტს მოეწყო წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეების შემეცნებითი ექსკურსია გორის მუნიციპალიტეტის მერიის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (კლასის ხელმძღვანელი ციური ბერუაშვილი, ხელოვნების მასწავლებელი მარიამ სანადირაძე). მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ პროექტ „ჯადოსნური დღე მუზეუმში“ მოსწავლეთა მონაწილეობის მიზანი იყო მუზეუმის დანიშნულებისა და სპეციფიკის გაცნობა, მოსწავლეთა შემეცნებითი, კულტურული და შინაგანი სამყაროს განვითარება, მათი დაინტერესება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით. მოსწავლეებმა მოინახულეს არქეოლოგიურ საგანძურში დაცული შიდა ქართლში აღმოჩენილი არტეფაქტები, დაათვალიერეს ასეული წლების წინ არსებული ქართული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები ( ვერცხლის საყურეები, ქამარი, სასაფეთქლე, აბჯარი, ხმალი, აზარფეშა სასმისები, საბერველი, დოლაბის ქვები). ქართული ტრადიციული საკრავებისა და ჩაცმულობის ნიმუშები. ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“, სადაც ამოიცნეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები. ექსკურსიის დასასრულს დახატეს და გამოძერწეს მუზეუმში ნანახი და ფილმში გამოყენებული ეთნოგრაფიული ნივთები. მასპინზძებმა შეაფასეს ბავშვების ნამუშევრები და გამოავლინეს გამარჯვებულები: ღვინიაშვილი ანნა, მანველიშვილი ანა და შუბითიძე მათე. მათ გადაეცათ სიგელები. მუზეუმის თანამშრომლებმა ყველა მოწაფეს გადასცეს სერტიფიკატი. ამ პროექტში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი გაეცნენ საკუთარი მხარის კულტურას, ტრადიციებს. გაიზარდა მათი ინტერესი არქეოლოგიის მიმართ. აუმაღლდათ მოტივაცია საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების შესასწავლად.