მარტს, გიმნაზიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ყაყაჩოებად დაფენილი სულის ცრემლები“ - ამ სახელწოდებით დაიბეჭდა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის, ანნა შატაკიშვილის ლიტერატურული კრებული. წიგნში თავმოყრილია ავტორის მოთხრობები და ლექსები, ასევე ცნობილი გერმანელი ავტორების ლექსებისა და თანამედროვე მწერლის ევიტა ვოლფის რომანის „მთვარის ჩრდილში“ თარგმნები. ანნას შემოქმედებაზე დიდი სითბოთი ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯემალ ინჯიამ, ბატონმა ნოდარ მდინარაძემ, კოლეგებმა ახალდაბის საჯარო სკოლიდან და გიმნაზიიდან. საღამოზე, ანნა შატაკიშვილის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნაწარმოებები და წაიკითხეს ნაწყვეტები დედანიდან და თარგმანებიდან.