წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი

საქართველოს ფოსტის ეგიდით ჩატარებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში - „მიწერე წერილი საკუთარ თავს, 45 წლის ასაკში“, 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღირსი მამა გიორგი

მთაწმინდელის გორის გიმნაზიის X–XII კლასის მოსწავლეებმა ლიკა გოდერძიშვილმა, მარიამ ცხოვრებაშვილმა, მიხეილ ფირანიშვილი და მაკა ბუჟღულაშვილმა კონკურსზე რუსულ ენაზე დაწერილი წერილები წარადგინეს.

21 მაისს, კონკურსის მონაწილე გიმნაზიელები რუსული ენის მასწავლბელის, თამარ დეკანოსიძის თანხლებით, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც თბილისში, საქართველოს ხელოვნების ქორეოგრაფიის და კინოს მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს  ფოსტის წარმომადგენლები, კონკურსის ჟიურის წევრები, მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი მშობლები. შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა კონკურსის ნომინანტები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკაციიებით და სამახსოვრო საჩუქრებით. ლამაზი და საინტერესო დღე ხელოვნების მუზეომის დათვალიერებით დასრულდა, რამაც უფრო მიმზიდველი გახადა აღნიშნული კონკურსი და მისი ფინალი.

 

DSCN7653 sert-page-001

 

ძიება