სტუმრობა წითელ ჯვარში

1 ივნისს, სასწავლო პროექტ „თანადგომა გვალიძლიერებს“ ფარგლებში ნინოობის, ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღისა და თაობათა შორის ჯანსაღი დამოკიდებულების სიმბოლოდ, წითელი ჯვრის ორგანიზაციის შუამდგომლობით,

წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის მე-3 კლასელები შეეცადნენ გაელამაზებინათ ერთი დღე მარტოხელა მოხუცებისთვის (კლასის ხელმძღვანელი ცისია ვანიშვილი). მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მასპინძლებს საკვები პროდუქტის მცირე ნობათი გადასცეს. პროექტში კლასის ყველა მოსწავლემ დიდი ხალისით მიიღო მონაწილეობა. არც წითელ ჯვარს დავიწყებია ბავშვთა დაცვის დღე და გიმნაზიელებს საინტერესო, გულთბილი, სამახსოვრო და „უგემრიელესი“ მასპინძლობა გაუწია.

 

______ _____ ______ _____ (2) ______ _____ (3) ______ _____ (4) ______ _____ (5)

ძიება