2016 წლის 10 სექტემბერს გიმნაზიის პედაგოგიური საზოგადოება 2016-2017 სასწავლო წლის 1-ელ სხდომაზე შეიკრიბა. მასწავლებლებმა გიმნაზიის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად განიხილეს გიმნაზიის ახალი სასწავლო გეგმის
საკითხები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის სიახლეები. ასევე განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხები.