წმ. გიორგის ხატის კურთხევა

ტრადიციულად, გიმნაზიის ყველა კლასს შექმნისთანავე დასახელება ეძლევა არჩეული წმინდანის სახელის მიხედვით. კლასის მიერ იწერება ხატი, რომელის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მფარველად ჰყავთ მოსწავლეებს. სასწავლებელი

სამმა კლასმა დაამთავრა და გიმნაზიაში უკვე დაივანა წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. გიორგისა და უფლის ხელთუქმნელმა ხატებმა. მიმდინარე სასწავლო წლის ერთ-ერთი 1-ლი კლასი კვლავ წმ. გიორგის სახელს ატარებს (კლასის ხელმძღვანელი ელენე თვაური). 4 ოქტომბერს პირველკლასელები ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში სწორედ ხატის კურთხევაზე შეიკრიბნენ. დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) ხატის კურთხევის შემდეგ  მოსწავლეებს კლასის მფარველი წმინდანის ცხოვრების შესახებ ესაუბრა და პირველკლასელებთან ერთად მათი მშობლები და მასწავლებლები დალოცა.

 

DSCN9696 DSCN9698 DSCN9700 DSCN9705 DSCN9713

ძიება