2016 წლის 25 ოქტომბერს, წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის მე-3 კლასი დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობა „გარდენიას“ ესტუმრა (კლასის ხელმძღვანელი ციური ბერუაშვილი). ყვავილნარისა და სათბურის
დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები ოთახის მცენარეების მოვლის გაკვეთილზე აღმოჩნდნენ. მესამეკლასელები სხარტად პასუხობდნენ მცენარეთა განვითარების პირობების შესახებ დასმულ კითხვებს (მასწავლებელი ცირა ზაბილონი), შემდეგ კი ჩაუტარდათ გაკვეთილი ოთახის მცენარეების გადარგვა-მოვლის თაობაზე შემოდგომა-ზამთრის პირობებში. პატარა მებაღეებმა საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები, მოამზადეს ნიადაგი და გადარგეს ყვავილები. ახალი საქმიანობა მოსწავლეებისათვის ფრიად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.