2017 წლის 17 თებერვალს გიმნაზიის წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილის ჩასატარებლად, თბილისში, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზს ესტუმრნენ (მასწავლებელი
ქეთვან ლობჟანიძე). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანის ორ ნამუშევარს - „შოთა რუსთაველი“ და, „თამარ მეფე“ და მირზაანის კოლექციის სხვა ნახატებთან ერთად დამთვალიერებელთათვის აღნიშნულ გალერეაში გამოიფინა.
გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოსწავლეებს გიდი ესაუბრა, რის შემდეგაც ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა ფიროსმანის ნახატების ასლები შეექმნათ. გამოფენამ მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედების გამორჩეულ და განსაკუთრებულ სტილზე, მის მნიშვნელობაზე ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.