გიმნაზიის წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხიდისთავის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში, რომელიც აღიჭურვა ათასწლეულის გამოწვევის
ფონდის მიერ (მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი). ლაბორატორიაში ჩატარდა პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე: მცენარეული უჯრედი, დროებითი მიკროპრეპარატის დამზადება. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ სამუშაოში, იმსჯელეს უჯრედზე, როგორც სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების უმცირეს ერთეულზე, ილუსტრაციების დახმარებით დააკავშირეს უჯრედის ფორმა მის ფუნქციასთან, თეორიული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკულს, მოსწავლეებმა შექმნეს დროებითი მიკროპრეპარატის მოდელები და დაათვალიერეს მიკროსკოპით. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა ჭკვიანი დაფა, ციფრული და სინათლის მიკროსკოპები, რამაც სასწავლო პროცესი გახადა სახალისო და საინტერესო, ასეთი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეების ინტერესის გაზრდას მეცნიერების მიმართ და ემსახურება კვლევითი უნარების განვითარებას.