გიმნაზიის მოსწავლეები 2016-2017 სასწავლო წელსაც აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში (მასწავლებელი და მწვრთნელი მარინე კახიაშვილი). 23-24 მარტს გიმნაზიის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ოლიმპიადის მეორე, რეგიონულ ტურის თამაშები გამართეს ქ.ხაშურისა და ს.ზერტის სკოლების გუნდებთან. შიდა ქართლის მასშტაბით გამართულ ფინალურ შეხვედრებში გიმნაზიელმა გოგონებმა წარმატებას მიაღწიეს, გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს მესამე, ზონალურ ტურში, რომელიც აპრილის თვეში გაიმართება.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის ფარგლებში გიმნაზიელებმა ასევე წარმატებას მიაღწიეს საქალაქო მასშტაბით მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში (გოგონები და ვაჟები).
წარმატებებს ვუსურვებთ გიმნაზიელ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს სპორტულ სარბიელზე!