2017 წლის 30 სექტემბერს გიმნაზიის ქიმიის კლუბის წევრები თბილისში იმყოფებოდნენ. თბილისში ყოფნა სამების ტაძრის მოლოცვით დაიწყეს. მოსწავლეები საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ (დირექტორი ზ. შევარდნაძე) კოლეჯის დირექტორის მოადგილე - მონაზონმა თეკლე სიხარულიძემ კლუბის წევრების სტუმრობას გულთბილად შეხვდა და ესაუბრა სასწავლებელის შესახებ. აღმოჩნდა, რომ სამების ტაძრის ეზოს ალამაზებს სასწავლებლის მოსწავლეების მიერ გამოყვანილი და მათი მოვლილი მცენარეები. კოლეჯის სტუდენტები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ დეკორატიული მებაღეოისა, ფლორისტული დიზაინისა და ბაღის დიზაინერის სპეციალობებზე.
ამავე დღეს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ილიას უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ „სამეცნიერო პიკნიკში“, რომელიც ჩატარდა ღია ცის ქვეშ ვაკის პარკში და მასში მონაწილეობდა სასწავლო დაწესებულებები როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან. გიმნაზიის ქიმიის კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებაში და დაათვალიერეს გამოფენები. ასეთი სამეცნიერო შეკრებები კლუბის წევრებისათვის სახალისო და დასამახსოვრებელი და ამავე დროს ამაღლებს მათ მოტივაციას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის.