2017 წლის 20 ნოემბერს გიმნაზიის სააქტო დარბაზში გორის სასულიერო სასწავლებლის 200 წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეკვლიათ ინფორმაცია და თანატოლებისათვის გაეცნოთ გორის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულების ღვაწლი. გორის სასულიერო სასწავლებლის ხუთი კურსდამთავრებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე გიმნაზიის საშუალო საფეხურის ხუთი მოსწავლე წარდგა. საკონფერენციო თემებითა და საპრეზენტაციო მასალით გიმნაზიელებმა დარბაზში შეკრებილ მსმენელს - სასულიერო პირებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მათთვის აქამდე უცნობი მრავალი საინტერესო ფაქტი, ისტორია და ფოტო წარუდგინეს. სასწავლო კონფერენცია, როგორც მასწავლებელთა მიერ ორგანიზებული სხვა საინტერესო აქტივობები, მოსწავლეებს ეხმარება გამოიმუშაონ კვლევითი უნარები, შეიძინონ საჯარო გამოსვლის გამოცდილება. კონფერენციის მონაწილეებმა სასწავლებლის მატიანეს აქამდე უცნობი და საინტერესო ფურცლები შემატეს.