2018 წლის 20 იანვრიდან საზოგადოება „ბილიკში" საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd-ის ფარგლებში დაიწყო ტრენინგების კურსი დაწყებითი განათლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის
თემაზე „გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება". სწავლება ასევე ჩატარდა მათემატიკის პედაგოგებისათვის. სასწავლო კურსი გიმნაზიის 15-მა მასწავლებელმა გაიარა. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა რუსუდან მღებრიშვილმა დაგეგმა და ჩაატარა გაკვეთილი ევრისტიკული მეთოდის გამოყენებით, რომელიც პროექტის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.