2018 წლის 7 დეკემბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების,
გიმნაზიის მასწავლებლებისა და უფროსკლასელების შეხვედრა საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ როზალია პუგლისთან და ნატოს სამხედრო სამეკავშირეო ოფიცერთან საქართველოში, პოლკოვნიკ გინტარას ბაგდონასთან. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივას თანამედროვე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. სტუმრებმა უპასუხეს სასულიერო პირების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შეკითხვებს.