2020 წლის ივნისში, გიმნაზიის წმ. ნინოს სახელობის მეხუთე კლასში კინოკონკურსი ჩატარდა (კლასის ხელმძღვანელი მარიამ სანადირაძე. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობის გამო დისტანციურ გაკვეთილებს კლასგარეშე საქმიანობაც მიემატა.
მეხუთეკლასელებმა პაპა-ბებიებთან ერთად ხუთი ქართული მხატვრული ფილმის ნახვის შემდეგ შეჯიბრი გამართეს. კონკურსის პირობებით პაპა-ბებიების მიერ დასმულ კითხვებს შვილიშვილები პასუხობდნენ. ბავშვებმა ფილმების ნახვითაც ისიამოვნეს, ცოდნაც შეიძინეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. მომავალი თაობის წარმომადგენლებს კლასის ხელმძღვანელმა სამახსოვრო სიგელები გადასცა.