2020-2021 სასწავლო წელი გიმნაზიამ დისტანციურად დაიწყო. 1 ოქტომბერს მერხებს გიმნაზიის 520 მოსწავლე მიუჯდა. პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცეს გიმნაზიის რექტორმა,
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი). სწავლების დაწყებამდე კლასების ხელმძღვანელებმა მაია ბუხრაძემ და მაია მაისურაძემ პირველკლასელებს დაათვალიერებინეს საკლასო ოთახები და გიმნაზიაში მოქცევის წესები განუმარტეს.