სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“, ფარგლებში, 2019 წლის 18 ნოემბერს,
გიმნაზიაში გიმართა შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრის მიზანი იყო დეზინფორმაციის საკითხებზე საგიმნაზიო საზოგადობის ინფორმირება. შეხვედრას ესწრებოდა გიმნაზიის რექტორი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), რომელმაც სტუმრებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. გიმნაზიელებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ევროკავშირთან ურთიერთობის თემაზე. სტუმრებმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და მოხალისეობრივ საქმიანობებზე მოსწავლეებს გამოცდილება გაუზიარეს. გიმნაზიელებმა სტუმრებს მცირე კონცერტი გაუმართეს.