2019 წლის 6 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბერს გიმნაზიელების წარმატებით დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინიფეხბურთში.
ოლიმპიადის პირველ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ვაჟთა 26 საფეხბურთო გუნდი. ადგილობრივ დონეზე შეჯიბრები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. გიმნაზიელთა გამარჯვებულმა გუნდმა ოლიმპიადის მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების სკოლების გამარჯვებულ გუნდები შეხვდებიან. წარმატებას ვუსურვებთ რეგიონულ შეხვედრაში გიორგი ბერძენიშვილს, ნოდარ ჯალაღანიას, გიორგი გუდაძეს, იოანე ოქროპირიძეს, ლექსო ყველაშვილს, საბა ტურაშვილს, ვლადიმერ საძაგლიშვილს, ტატო მუზაშვილს, დათო კახნიაშვილს, გუბაზ ჯალაბაძეს და მათ მასწავლებელ მარინე კახიაშვილს!