2019 წლის შემოდგომაზე გორის სამხატვრო სკოლაში, რომელიც ანა ფერაძის სახელს ატარებს, მოეწყო ბატონი ავთანდილ ღუდუშაურის ნახატების გამოფენა.
ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-8 კლასელებს, როდესაც შევთავაზე გამოფენის დათვალიერება, მაშინვე დამეთანხმნენ. შევარჩიეთ დრო და წავედით სამხატვრო სკოლაში გამოფენის დასათვალიერებლად. საოცრად თბილი და მეტყველი ნახატების შემხედვარე ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, არჩევდნენ და არჩევდნენ, რომელი ნახატი უფრო საუკეთესო იყო და ვერ თანხმდებოდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ყოველი მათგანი იმდენად ლამაზი იყო თავისებურად, რომ არჩევანში ვერ შეთანხმდებოდნენ. მადლობა ბატონ ავთანდილ ღუდუშაურს ამ სილამაზისათვის და მშვენიერებისათვის.