2021 წლის 23 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წმ. ილია მართლის სახელობის კლასის მოსწავლეებმა
წარსულის გმირები გააცოცხლეს (მასწავლებელი ცისია ვანიშვილი). მეოთხეკლასელებმა წარმოადგინეს ნახატები, შექმნეს ნაძერწი და ფურცლის 3D დიორამები, განასახიერეს და გაახმოვანეს მათ მიერ შერჩეული ძველი ეპოქის გმირები საქართველოდან, ეგვიპტიდან... შესაფერისად გამოწყობილი გაბრიელის მიერ გაცოცხლებული რევაზ ინანიშვილის „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოების“ გმირის ამბის მოსმენამ კი თანაკლასელები აცრემლებულები დატოვა.