გამარჯვება ესეების კონკურსში

ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ მიერ გამოცხადებულ  ესეების კონკურსში -  „ახალგაზრდული ხედვა - ახალგაზრდული ხმა“

მოსწავლეები მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც მათთის საინტერესო თემებზე, სახალისო ფორმატში, საუკეთესო სპიკერების შეხვედრებს დაესწრნენ.  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე სალომე დადიანიძე თემით „გზა დასავლეთისკენ“ ესეების კონკურსის 14-18  წლის ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულ სამეულშია!  2021 წლის 9 მარტს სალომე დადიანიძე სიგელითა და პლანშეტური კომპიუტერით დააჯილდოვეს. დაჯილდოება გიმნაზიის ევროპულ კლუბში შედგა. კონკურსი კანადის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ძიება