პირველადი დახმარებისთვის

2020 წლის 15 აპრილს,  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით, პირველადი დახმარების ტრენერმა ალექსანდრე ოქროპირიძემ გიმნაზიაში უფროსკლასელთათვის სწავლება ჩაატარა.

  მან მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარების აღმოჩენის პრინციპები.  მულიაჟების გამოყენებით პრაქტიკულად აჩვენა გულ-ფილტვის რეანიმაცია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ჩვილების შემთხვევაში; ყურადღება გაამახვილა,  თუ როგორ უნდა გაეწიოს ექიმამდელი დახმარება დაზარალებულს სასუნთქი გზების დახშობის დროს, სისხლდენის დროს. შეხვედრის ბოლოს წითელი ჯვრის ტრენერმა მოსწავლეთა კითხვებს  უპასუხა.

ძიება