გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები

2021 წლის 20 მაისს წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მოსწავლეთათვის გიმნაზიაში ბოლო ზარი დაირეკა (კლასის ხელმძღვანელი მარინე კაპანაძე).

კურსდამთავრებულებმა თბილი სიტყვებით გაიხსენეს გიმნაზიაში გატარებული თორმეტი წელი, მასწავლებლებსა და გიმნაზიის თანამშრომლებს გულერფელი მადდლობა გადაუხადეს მათზე ზრუნვისა და სასწავლებელში მიღებული ცოდნისათვის. ახალგაზრდები გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის  მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დალოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასულებს მამობრივი დარიგება მისცა. სწავლითა და ყოფაქცევით გამორჩეულ მოსწავლეებს გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. გამოსამშვიდობებელი საღამო კურსდამთავრებულებმა მუსიკალური და ლიტერატურული გამოსვლებით დაამშვენეს.

ძიება