სპორტული მიღწევები

2021 წლის გაზაფხულის სეზონი გამორჩეული აღმოჩნდა გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლის, ლუკა ტატიაშვილისთვის.

ლუკამ თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ V მემორიალურ ტურნირში 2007-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკებისთვის (48 კგ წონით კატეგორიაში) პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამავე სახეობაში  საქართველოს ეროვნულ პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. წინსვლას ვუსურვებთ ლუკა ტატიაშვილს გუნდისა და გიმნაზიის სასახელოდ!

ძიება