მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ესეების კონკურსი გამოაცხადა,
რომელშიც კერძო და საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის 112 მოსწავლე მონაწილეობდა. 2021 წლის 20 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს მერიაში უმასპინძლა და ახალგაზრდებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საუკეთესო 11 ესეს გორის მერია კრებულის სახით დაბეჭდავს. გამარჯვებულ ავტორთა შორისაა გიმნაზიის ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე დადიანიძე. ვულოცავთ სალომეს წარმატებას!