2021 წლის 28 დეკემბერს წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის პირველ კლასში საქმიანი განწყობა სუფევდა (კლასის ხელმძღვანელი და ქართული ენის მასწავლებელი ცისია ვანიშვილი).
საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეებო მონდომებით ასრულებდნენ ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლების (მათემატიკის მასწავლებელი მანანა სირბილაძე) მომზადებულ სახალისო დავალებებს, რითაც შეაჯამეს პირველი სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. პირველკლასელებს წარმატება თოვლის პაპამ მოიულოცა საჩუქრებით. მასწავლებლებს კი აუსრულდათ საახალწლო ნატვრა - ჰყავთ გონიერი, მოაზროვნე, შრომისმოყვარე, სხარტი და ჩამოყალიბებული მოსწავლეები!